CAMBRIDGE OLYMPICS | FALL 2020

CAMBRIDGE INTERNATIONAL OLYMPICS | 2020

მიიღე მონაწილეობა კემბრიჯის ოლიმპიადაში, მოიპოვე დაფინანსება და გაემგზავრე ინგლისში.

კემბრიჯის საერთაშორისო ოლიმპიადა ინგლისურ ენაში საქართველოში პირველად გაიმართება. 

ვინ არის ოლიმპიადის ორგანიზატორი?

ოლიმპიადის ორგანიზატორი არის ორგანიზაცია მომავლის ლიდერები, რომელიც პირველი საგანმანათლებლო-სამოგზაურო პლატფორმაა საქართველოში. 2017 წლიდან ჩვენი სერვისით ასობით, მოსწავლე, სტუდენტი და კურსდამთავრებული სარგებლობს.

“მომავლის ლიდერები” არსებობს იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლონ საერთაშორისო ასპარეზზე თავის გამოვლენა.

დელეგაციების ვიზიტები ამერიკაში, ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში წელიწადში რამდენჯერმე იმართება. მაღალი პროფილის საერთაშორისო კონფერენციებზე, ტრენინგებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებზე დასწრება “მომავლის ლიდერების” დახმარებით ყველა ასაკის ადამიანისთვის შესაძლებელია.

ჩვენ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საუკეთესო საგანმანათლებლო ორგანიზაციების ექსკლუზიური პარტნიორები ვართ (Cambridge University International Model United Nations, Oxford International Model United Nations, The Kings College London United Nations Association)

ოლიმპიადის მიზანია მოსწავლეებში ინგლისური ენის მიმართ ინტერესის გაღვივება, გამორჩეული მოსწავლეების წახალისება და სწავლის გაღრმავების  დამატებითი შესაძლებლობის მიცემა.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 5-8 კლასების მოსწავლეებს.

მოსწავლეები გადანაწილდებიან 2 ქვეჯგუფში:

  • I ქვეჯგუფი – 5-6 კლასის მოსწავლეები;
  • II ქვეჯგუფი – 7-8 კლასის მოსწავლეები;

ოლიმპიადა იწყება 21 ნოემბერს და მთავრდება 21 დეკემბერს.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

  • პირველი ეტაპი ჩატარდება 21 ნოემბერს ხოლო მეორე ეტაპი 19 დეკემბერს.
  • მოსწავლეებს, რომლებიც დააგროვებენ სწორი პასუხების 70% – ზე მეტს, გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელ საერთაშორისო სიგელი.
  • თითოეული ქვეჯგუფიდან II ეტაპზე გადავლენ მხოლოდ უმაღლესი შეფასების მქონე მონაწილეები.

გამარჯვებულს გადაეცემა შემდეგი სახის საჩუქარი:

გამარჯვებულ მონაწილეს საჩუქრად გადაეცემა დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის უნივერსიტეტში ექსკურსია და საცხოვრებელი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში 5 დღით.

ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობის მიღების საფასურია 30 ლარი.

მონაწილემ ოლიმპიადის დღეს უნდა წარმოადგინოს გადახდის ქვითარი.

რეკვიზიტები:

მიმღების ანგარიში: GE96TB7304836080100004

სახელი: მომავლის ლიდერები

პირველი ტური ჩატარდება სასტუმრო ბილტმორში, უსაფრთხოების ნორმების უმაღლესი ხარისხით დაცვით.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია არაუგვიანეს 15 ნოემბრისა. Რეგისტრაციისთვის მიჰყევით ფორმას და დაელოდეთ დამატებით ინსტრუქციებს. 

გისურვებთ წარმატებას!

Event Details