ჩვენს შესახებ

ვინ ვართ ჩვენ?

“მომავლის ლიდერები” პირველი საგანმანათლებლო-სამოგზაურო პლატფორმაა საქართველოში. 2017 წლიდან ჩვენი სერვისით ასობით სტუდენტი და კურსდამთავრებული სარგებლობს.

“მომავლის ლიდერები” არსებობს იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლონ საერთაშორისო ასპარეზზე თავის გამოვლენა.

დელეგაციების ვიზიტები ამერიკაში, ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში წელიწადში რამდენჯერმე იმართება. მაღალი პროფილის საერთაშორისო კონფერენციებზე, ტრენინგებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებზე დასწრება უკვე ყველა პროფესიის ადამიანისთვის შესაძლებელია.

ჩვენი მიზანია, საგანმანათლებლო მოგზაურობა თქვენი საყვარელი დასვენების გზა გახდეს!