LEVELUP 2023 CONFERENCE IN ARIZONA

Ayn Rand Conference 2022 თბილისში

ორგანიზაციამომავლის ლიდერებიდაქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვისგიწვევთ კონფერენციაზე #AynRandConference2022 3 დეკემბერს.

#AynRandConference2022 საქართველოში პირველად ტარდება.  ღონისძიების მიზანია დაინტერესებულ ახალგაზრდებს გააცნოს რუსულებრაული წარმოშობის ამერიკელი ნოველისტი აინ რენდი და ფილოსოფიური მიმდინარეობა ობიექტივიზმი.

ქართველი და მოწვეული მომხსენებლები ისაუბრებენ აინ რენდის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, ობიექტივიზმის ფილოსოფიაზე და მის გავლენაზე თანამედროვე სამყაროში.

მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა  ჩაერთონ დისკუსიაში, შეხვდნენ თანამოაზრეებს და გაიღრმავონ ცოდნა პოლიტიკური და ფილოსოფიურ იმიმდინარეობების შესახებ.

სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური

დრო და ადგილი: 3 დეკემბერი, სასტუმრო ბილტმორი

ვის შეუძლია მონაწილეობა?

დარეგისტრირება შეუძლიათ დაინტერესებულ სტუდენტებს. მონაწილეები შეირჩევიან ელექტრონული აპლიკაციის საფუძველზე.

რეგისტრაციის დეტალები:

თუ გსურთ მონაწილეობა, აუცილებელია დარეგისტრირდეთ 29 ნოემბრამდე. შერჩეული მონაწილეები მიიღებენ შეტყობინებას მითითებულ იმეილზე.

იჩქარეთ, დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

კონფერენცია სრულად დაფინანსებულია. ყველა მონაწილეს გადაეცემა საერთაშორისო სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქრები.

 

პროექტი ტარდებაპრომეთეუს ფონდისდასტუდენტები თავისუფლებისთვის’’ მხარდაჭერით.

Event Details
თარიღი: 3 დეკემბერი, 2022
ადგილი: სასტუმრო ბილტმორი, თბილისი, საქართველო
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 29 ნოემბერი, 2022
REGISTRATION DETAILS