LEADERS OF TOMORROW EDUCATIONAL VISIT, BERLIN 2019

LEADERS OF TOMORROW EDUCATIONAL VISIT, BERLIN 2019

“მომავლის ლიდერები” გიწვევთ ბერლინში, გერმანიის დედაქალაქში საგანმანათლებლო ვიზიტზე. გსურთ გაატაროთ დაუვიწყარი ერთი კვირა ევროკავშირის წამყვან ქალაქში?

საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია!

ერთკვირიანი საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში თქვენ მიიღებთ პრაქტიკულ ცოდნას გერმანიის პოლიტიკისა და კულტურის შესახებ, ასევე მოინახულებთ ევროკავშირის და გერმანიის სამთავრობო სტრუქტურებსა და სასწავლო დაწესებულებებს.

თითოეული მონაწილე მიიღებს საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს, რომელსაც გასცემს “Leaders Of Tomorrow” ოფიციალური წარმომადგენლობა .

PRICE:  

EARLY REGISTRATION (November 14 – November 20) 520 €

REGULAR REGISTRATION (November 21 – November 30) 590 €

LATE REGISTRATION (December 1 – December 30) 690 €

შეთავაზება მოიცავს:

  • ორმხრივი ავიაბილეთები  (საქართველო – გერმანია – საქართველო)
  • ტრანსფერი აეროპორტიდან და პირიქით
  • სრული სადაზღვევო პაკეტი
  • საცხოვრებელი – ქალაქის ცენტრალურ ნაწილში (ბერლინი, გერმანია)
  • ექსკურსიები, ღირსშესანიშნავი ადგილების მონახულება
  • ასამბლეაზე მონაწილეობის საფასური
  • საერთაშორისო სერტიფიკატი
  • საღამოს გასართობი პროგრამები
  • პროექტის განმავლობაში თანმხლები კოორდინატორი

ვის შეუძლია მონაწილეობა?

  • მონაწილეობა შეუძლიათ 18-28 წლის ახალგაზრდებს.
  • ინგლისურის ცოდნა აუცილებელი არ არის, შეხვედრები და ექსკურსიები ჩატარდება ქართულ ენაზე.

ვიზიტების სრული განრიგი იხილეთ:

ბერლინის კედელი (გერმანულად: Berliner Mauer)

  • ბერლინის დასავლეთის და აღმოსავლეთის გამყოფი კედელი, აშენებულია 1961 წელს. ცივი ომის სიმბოლო. კედელი 1989 წელს დაინგრა, რაშიც საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც იღებდა მონაწილეობას.

ებრაელებისადმი მიძღვნილი მემორიალი (ჰოლოკოსტი)

რაიხსტაგი

  • რაიხსტაგის შენობა ბერლინში აგებულ იქნა გერმანიის იმპერიის პარლამენტის — რაიხსტაგის განსათავსებლად. შენობა გაიხსნა 1894 წელს და მასში რაიხსტაგი იმყოფებოდა 1933 წლამდე. 1999 წელს არქიტექტორი ნორმან ფოსტერის პროექტით აღდგენილი შენობა ისევ გახდა გერმანიის პარლამენტის ბინა. ამჟამად გერმნიის პარლამენტს ბუნდესტაგი ჰქვია. რაიხსტაგი როგორც პარლამენტი საფუძველს საღვთო რომის იმპერიიდან იღებს და პარლამენტის მნიშვნელობა ნაცისტების მმართველობის პერიოდში დაკარგა (1933-1945). ამჟამად გერმანულად ტერმინი რაიხსტაგი შენობას მიუთითებს, რომელშიც ბუნდესტაგია განთავსებული.

ბრანდერბურგის კარიბჭე

  • ყოფილი ქალაქის კარიბჭე და ბერლინის სიმბოლო. მდებარეობს პარიზერ პლაცზე და ერთადერთი შემორჩენილი შემოსასვლელი კარიბჭეა ისტორიულ ქალაქში. 8 იანვარი

ვიზიტი  გერმანიის ფინანსთა სამინისტროში

ოფიციალური ვიზიტი საქართველოს საელჩოში გერმანიაში

ვიზიტი ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში

ვიზიტი ჰუმბოლტის უნივერსიტეტში

ბერლინის საკათედრო ტაძარი (Berliner dom)

  • ისტორიული ტაძარი რომელის მშენებლობაც 1905 წელს დასრულდა. ის ბერლინის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება.

სალვადორ დალის მუზეუმი

  • სალვადორ დალის მუზუმი სადაც ცნობილი მხატვრის 450-მდე ნამუშევრების გაცნობაა შესაძლებელი.

ბერლინის ტექნოლოგიური მუზეუმი

  • ადგილი სადაც საშუალება ეძლევა დამთვალიერებელს გერმანული ტექნოლოგიების საწყისი ნიმუშების და მათი განვითარების ერთ სივრცეში მონახულებისა.

ჯაშუშთა მუზეუმი (spy museum)

  • მუზეუმში მოსული სტუმრები ბევრ „საიდუმლოს“ შეიტყობენ: სპეცსამსახურების საიდუმლო ტექნოლოგიური მიღწევები, ლეგენდები, გარშემომყოფი ჯაშუშები და მათი ორგანიზაციები და ა.შ. აქ, ასევე, ნახავთ სხვადასხვა საუკუნეებში ჯაშუშობისთვის საჭირო მოწყობილობების კოლექციას.

სატელევიზიო შენობა

  • Fernsehturm Berlin ეს არის კოშკი, რომელიც შენიღბულია მბრწყინავი ბურთით. მისი სიმაღლეა 368 მეტრია და ყველაზე მაღალი შენობაა ბერლინში. იგი გაიხსნა 1969 წელს. ბერლინის სატელევიზიო ანძა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. დღეისათვის ანძა ეკუთვნის ტელეკომს და ამიტომ იგი შეფერილია ვარდისფრად. ანძის მწვერვალზე განთავსებულია მუზეუმი, საიდანაც ბერლინის ზედხედის შესანიშნავი პანორამა იშლება.
Event Details
[evc_icon_with_text type=”icon-left” icon_library=”fontawesome” title_tag=”” icon_fontawesome=”fa fa-calendar” icon_color=”#d63840″ title=”DATE: 6-11 January, 2019″ icon_size=”18px” title_color=”#888888″][evc_icon_with_text type=”icon-left” icon_library=”fontawesome” title_tag=”” icon_fontawesome=”fa fa-map-marker” icon_color=”#d63840″ title=”LOCATION: Berlin, Germany” icon_size=”18px” title_color=”#888888″][evc_icon_with_text type=”icon-left” icon_library=”fontawesome” title_tag=”” icon_fontawesome=”fa fa-calendar-times-o” icon_color=”#d63840″ title=”REGISTRATION DEADLINE: December 30, 2018″ icon_size=”18px” title_color=”#888888″]