YOUTH ASSEMBLY IN NEW YORK, SUMMER 2023

ახალგაზრდული ასამბლეა ნიუიორკში, 2023 წლის ზაფხული

თუ გაინტერესებს ზაფხულში ახალგაზრდულ ასამბლეაზე დასწრება, ესპროექტი შენთვისაა! 2023 წლის 10-16 აგვისტოს ნიუიორკში ყველაზე მასშტაბური სტუდენტური ღონისძიება გაიმართება. პროექტის ფარგლებში, შეძლებ ნიუიორკში გაატარო დაუვიწყარი ერთი კვირა, შეხვდე ახალგაზრდა ლიდერებს და მეწარმეებს მთელი მსოფლიოდან და მათთან ერთად იმუშაო გლობალურ გამოწვევებზე.

პროექტის ფარგლებში ეწვევი დაწესებულებებს და გაიცნობ ექსპერტებს სხვადასხვა სექტორიდან, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკის მთავარ საკითხებზე მუშაობენ. გარდა ამისა, დაესწრები  სასწავლო სესიებს, დისკუსიებს, წარადგენ იდეებს და დაგეგმავ გადაწყვეტილებებს ასობითსხვა ახალგაზრდასთან ერთად. გექნება უამრავი შესაძლებლობა გაიცნო და დაუმეგობრდე თანამოაზრეებს მთელი მსოფლიოდან.

თუ გადაწყვიტე მონაწილეობა, Leaders Of Tomorrow- გთავაზობს პაკეტს, რომელიც მოიცავს სავიზო მხარდაჭერას, ორმხრივ ავიაბილეთებს, შიდა გადაადგილებას, განთავსებას ქალაქის ცენტრში, ტურისტული ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას, ასამბლეაზე მონაწილეობის ბილეთს, საერთაშორისო სერთიფიკატს და პირად კოორდინატორს. ერთადერთი, რაც პაკეტში არ შედის არის კვება, ვიზის გადასახადი და სამოგზაურო/ჯანმრთელობის დაზღვევა.

ფასი მოიცავს:

სავიზო მხარდაჭერა

ოფიციალური მოწვევა აშშდან

ორმხრივი ბილეთები (თბილისინიუიორკითბილისი)

შიდა ტრანსფერი

განთავსება ქალაქის ცენტრში (NYC)

ტურისტული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება

ასამბლეაზე მონაწილეობის საფასური

საერთაშორისო სერთიფიკატი

პირადი კოორდინატორი მთელი პროექტის განმავლობაში

არ შედისკვება, ვიზის მოსაკრებელი, სამოგზაურო/ჯანმრთელობის დაზღვევა

STUDENT PRICE:

EARLY REGISTRATION (15 March – 5 April) 6000 USD

REGULAR REGISTRATION (5 April – 5 May) 6900 USD

LATE REGISTRATION (5 May – 5 June) 7900 USD

LAST CALL (5 June – 15 June) 8500 USD

თუ არ ხარ სტუდენტი, სტუდენტურ ფასს 25% დაემატება. დარეგისტრირდი ახლავე, რომ ისარგებლო საუკეთესო ფასით!

მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს ან ახალ კურსდამთავრებულებს.

ასაკი: 18-28 წელი

ასევე, გაითვალისწინე, რომ ინგლისური ენა სავალდებულოა და შერჩევის პროცესი გულისხმობს ელექტრონული განაცხადის წარდგენას და ინდივიდუალური გასაუბრების გავლას.

თუ გაქვს შეკითხვა შერჩევისა და რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით, შეგიძლია ახლავე მოგვწერო george@generationlot.org ან mariam@generationlot.org

Event Details
თარიღი: 10-16 აგვისტო, 2023
ადგილი: ნიუ იორკი, აშშ
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 15 ივნისი, 2023