IRAKLI IAGORASHVILI

IRAKLI IAGORASHVILI

Attended: International Summer School – Why Liberty 2018

Location: Sairme, Georgia

School: Ilia State University

Impressions:
– რატომ თავისუფლება?
– ჩემთვის თავისუფლება არის გარემოება, როცა მე სხვის თავისუფლებასაც ვაღიარებ და შედეგად იქმნება ბედნიერი ატმოსფერო. თავისუფლება ხელს მიწყობს, დავინახო ყველა ადამიანი, ისეთებად, როგორებიც არიან და მქონდეს კარგი ურთიერთობა უმეტესობასთან. შესაბამისად, თავისუფლებას მოაქვს მრავალფეროვნება. მრავალფეროვნება კი წარმატების საწინდარია. ავიღოთ, მაგალითად, ბიზნესი – რაც უფრო მრავალფეროვანი თანამშრომლები ჰყავს კომპანიას, მით უფრო მასშტაბურ შედეგებს აღწევს. ჩემს ცხოვრებაშიც ასევეა – სწორედ მაშინ გავხდი უფრო წარმატებული, როცა მრავალფეროვნება შემოვიდა ჩემს ყოველდღიურობაში.