LALI TSITSKISHVILI

LALI TSITSKISHVILI

Attended: Students For Liberty LibertyCon 2018

Location:  Washington DC, United States

School: Caucasus University

Impressions:
მართალია, ამერიკაში უკვე მეოთხედ ჩავედი, მაგრამ ეს ვიზიტი ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი გამოვიდა. ვაშინგტონის კონფერენციამდე ჯერ ნიუ იორკში ვიყავით, სადაც, ასე ვთქვათ, ვიზიტის არაოფიციალური ნაწილი მიმდინარეობდა – “მომავლის ლიდერების” გუნდთან ერთად დავათვალიერეთ მთელი მეგაპოლისი, მოვინახულეთ ყველა მთავარი ღირსშესანიშნაობა და გავატარეთ ხუთი მართლა დაუვიწყარი დღე.

ვაშინგტონში კი სრულიად განსხვავებულ დღის რეჟიმთან, განსაკუთრებულ წესრიგთან მოგვიწია შეგუება. LibertyCon-ის კონფერენცია ძალიან დატვირთული, უამრავი საინტერესო სიახლით სავსე აღმოჩნდა. ჩვენ 3 დღის განმავლობაში თვალს ვადევნებდით დაძაბულ დებატებს, შთამაგონებელ გამოსვლებს, პროფესიონალების მიერ განხილულ მსოფლიო მნიშვნელობის საკითხებს.
ძალიან საინტერესო იყო შემართება, რომელმაც ყველა მონაწილის გონება მოიცვა და კონფერენციის მთავარი თემის – თავისუფლების იდეის გარშემო გაგვაერთიანა. მიხარია, რომ მსოფლიოში ამდენ ნიჭიერ ადამიანს აქვს რეალური სურვილი იბრძოლოს როგორც ინდივიდუალური, ისე გლობალური თავისუფლებისათვის.

ვამაყობ, რომ ბევრი უცხოელი მეგობრის შეძენა შევძელი. ისინი საქართველოში აპირებენ სტუმრობას, ჩვენ კი თავიანთ ქვეყანაში გვეპატიჟებიან. მსგავსი საერთშორისო ადამიანური ურთიერთობები ძალიან ბევრის მომცემია. ეს როგორც ემოციური, ისე პრაქტიკული კუთხით ძალიან ძალიან სასიამოვნოა. გარდა იმისა, რომ უცხოელ მეგობრებს შეუძლიათ საზღვარგარეთ სწავლაში მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწიონ, ისინი აფართოებენ ჩვენს თვალსაწიერს, ახლებურად გვაფიქრებენ სხვადასხვა თემაზე და საინტერესო როლს თამაშობენ ჩვენ თანამედროვე პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

მიხარია, რომ უფრო დამოუკიდებელი გავხდი, ვიდრე აქამდე.
მინდა, მომავალ დელეგატებს ვურჩიო, რომ მსგავს პროექტებზე ფსიქოლოგიურად მომზადებულნი წავიდნენ. შთააგონეთ საკუთარ თავს, რომ თქვენი აზრი მნიშვნელოვანია, კარგი იქნება, შეძლებისდაგვარად დააფიქსოროთ თქვენი პოზიცია, წინასწარ გაეცნონ შემოთავაზებულ თემებს, სპეციფიურ ტერმინოლოგიას…
მივხვდი, რომ რაც უფრო მეტად ვიქნები პროექტში ჩართული, მით უფრო მეტ სიამოვნებას მივიღებ და დიდ წარმატებასაც მივაღწევ. რომ აღარფერი ვთქვათ საერთაშორისო სერთიფიკატზე, რომლის ფლობაც ბევრ უპირატესობაზე მეტყველებს.

და მაინც, პირველ რიგში, მთავარია, ადამიანმა საკუთარ თავში დაძლიოს სიზარმაცე, შეწყვიტოს უკან დახევაზე ფიქრი, გადალახოს ბარიერები. ამისათვის არავისთან შეჯიბრება არაა საჭირო; მთავარია, ჩვენივე თავის გაუმჯობესებაზე ვიმუშაოთ, გვჯეროდეს საკუთარი წარმატების და აუცილებლად მივაღწევთ საუკეთესო შედეგს.