MORIS GIGAURI

MORIS GIGAURI

Attended: International Summer School – Why Liberty 2018

Location: Sairme, Georgia

School: Tbilisi State University

Impressions:
– რატომ თავისუფლება?
– ჩემთვის თავისუფლება არის, მქონდეს ჩემეული სამყარო, სივრცე, სადაც მე მაქვს პირადი განვითარების ყველანაირი საშუალება და ამასთანავე, განვითარებაც ჩემსავე სურვილზეა დამოკიდებული და არ წარმოადგენს დაწესებულ აუცილებლობას თუ გარდაუვალ მოცემულობას. როცა ადამიანი ფიქრობს იმას, რაც უნდა, როცა უნდა და რაზეც უნდა, ის უფრო პროდუქტიულია, ვიდრე პიროვნება, რომელსაც დაუწესეს ტოტალიტარული საზღვრები. თავისუფლება ინდივიდუალურია. აქვე მინდა, ვთქვა – ის, რომ ქვეყანა არაა დაპყრობილი რომელიმე უზურპატორის მიერ, სულაც არ ნიშნავს თავისუფლებას. თავისუფლება პიროვნულ, შინაგან თავისუფლებას გულისხმობს, მხოლოდ ესაა პროგრესის მომტანი.