NIKOLOZ VASADZE

NIKOLOZ VASADZE

Attended: Paris International Model Of United Nations 2018

Location: Paris, France

School: Agricultural University of Georgia

Impressions:
პარიზის გაეროს მოდელირებამდე მონაწილეობა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით მიმიღია მსგავსი ხასიათის ღონისძიებაში, რომელიც პარლამენტში პროექტის წარდგენას გულისხმობდა. მაგრამ როლური მოდელის მორგება, კომიტეტებთან მუშაობა, ოფიციალური დებატები, გაეროს რეალური პროტოკოლის სრული დაცვა – ყოველივე ეს, მაღალორგანიზებულობასთან ერთად, სრულიად ახალი გამოცდილება აღმოჩნდა ჩემთვის. რომ აღარაფერი თქვათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დელეგატების გაცნობაზე, რაც ფასდაუდებელი რესურსია სამომავლო საქმიანი კონტაქტებისათვის.

გარდა ამისა, მოვახერხე მეორედ და განსაკუთრებით საფუძვლიანად დამეთვალიერებინა ულამაზესი პარიზი.

მე ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტზე ვსწავლობ და ლიდერული უნარ-ჩვევები ჩემი პროფესიული წარმატებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მოგზაურობამ კიდევ უკეთ გამააზრებინა, თუ როგორი უნდა იყოს იდეალური ლიდერი. ვფიქრობ, რომ უპირველესად აუცილებელი თვისება არის ლოიალურობა. რადგან ლიდერი მხოლოდ ასე შეძლებს, დაეხმაროს გუნდის წევრებს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენაში.
ამასთანავე, ლიდერი საჭიროა, იყოს გაბედული. რადგან გადაწყვეტილების მიღება, საბოლოოდ მაინც მასზეა დამოკიდებული. გამბედაობა კი ძალიან მნიშვნელოვანი იარაღია.
თუმცა ყველაფერი ამაო იქნება განსაკუთრებული კომპეტენტურობის გარეშე. საკითხში ღრმად განსწავლულობა ლიდერის წარმატებისთვის მაინც გადამწყვეტია. ამ პროექტმა კი საკუთარ თავში სწორედ ამ თვისებების აღმოჩენასა და გამოვლენაში შემიწყო ხელი.

ამასთანავე, ვფიქრობ, საერთაშორისო მოდელირებამ დამანახა, რომ იმაზე უფრო კომუნიკაბელური ვარ, ვიდრე მეგონა. საშუალება მომცა გამომემჟღავნებინა ჩემი ლიდერული თვისებები, სიტუაციის მართვის უნარი.
ეს შთაბეჭდილებები დიდი სტიმულის მომცემია.

მინდა აღვნიშნო “მომავლის ლიდერების” გუნდის განსაკუთრებული მხარდაჭერა და მამოტივირებელი ჩართულობა მთელი პროექტის განმავლობაში. ისინი დეტალურ მითითებებს და ძალიან სასარგებლო რჩევებს გვაძლევდნენ. და რაც მთავარია, ერთად ძალიან სახალოსო დროს ვატარებდით.

მომავალ დელეგატებს ვურჩევ, მოემზადონ ძალიან კარგად. თემების ადგილზე დამუშავებას აქედანვე საფუძვლიანად შესწავლა ჯობს. იყავით მაქსიმალურად ყურადღებით სესიებზე, რადგან ყოველ წუთს შეიძლება მნიშვნელოვანინცვლილება დაანონსდეს და არ გამორჩეთ.

გარდა ამისა, გირჩევთ განტვირთვისთვისაც მაქსიმალურად გამოიყენოთ დასვენების დრო და დაათვალიეროთ ყველაფერი. ირგვლივ უამრავი ახალი რამაა აღმოსაჩენი!