SALOME NIAURI

SALOME NIAURI

Attended:
Youth Assembly at the United Nations 2017
Oxford International Model Of United Nations 2017
European Students For Liberty London Regional Conference 2017
European Students For Liberty Tbilisi Regional Conference

Location: New York, United States.
Oxford, London, United Kingdom.
Tbilisi, Georgia.

School: Tbilisi State University

Impressions:
არ მინდა იფიქროთ, რომ ეს მხოლოდ ჩემი ისტორიაა; მინდა მასში საკუთარი თავიც ამოიკითხოთ.

ამჟამად ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, პარალელურად ვარ სტაჟიორი ამერიკის საელჩოში და AIESEC ორგანიზაციის წევრი.

ძალიან მიყვარს მოგზაურობა, თუმცა ყოველთვის საგანმანათლებლო და შემეცნებითი მიზნით მიწევდა ქვეყნიდან წასვლა. პირველად ასეთი ვიზიტი მქონდა 3 წლის წინ, რომში, გაეროს მოდელირებაზე, შემდეგ ნიუ-იორკში, ასევე გაეროს მოდელირებაზე. ამის შემდგომ იყო ლონდონში გაეროს ახალგაზრდული ასამბლეაზე Leaders of Tomorrow-ს დახმარებით. და ვიცი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

არასოდეს მეშინოდა შეცდომების დაშვების, რადგან მხოლოდ ამ გზით თუ შევძლებთ განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს შეიძლება დაბადებიდანვე ჰქონდეს ლიდერისთვის აუცილებელი ნიშნების გარკვეული კრებული, ვთვლი, რომ ყველას შეუძლია ლიდერად ჩამოყალიბება. მთავარია, ადამიანმა იპოვნოს წარმატების საკუთარი ფორმულა, პიროვნული ნიშნებისა და პირადი მისწრაფებებიდან გამომდინარე.
მხოლოდ მოტივაციის ქონა არ გასაზღვრავს წარმატებას, მნიშვნელოვანი პრედიქტორებია გამბედაობა, რწმენა. პირადად მე, წინსვლაში ყოველთვის მეხმარება იმის რწმენა, რომ ჩემი წარმატებით რაღაცის უკეთესობისკენ შეცვლა შემიძლია.

ვინც ამას კითხულობს მინდა მივმართო, რომ წარმატების გზაზე არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება, ვერც სხვისი მაგალითი გიჩვენებს სწორ გზას, სანამ თავად არ მოინდომებ და გაიაზრებ, რომ შენი გზა უნიკალურია და არ უნდა გავდეს სხვისას.