SOPO KHOMERIKI

SOPO KHOMERIKI

Attended: International Summer School – Why Liberty 2018

Location: Sairme, Georgia

School: ?

Impressions:
– რატომ თავისუფლება?
– ადამიანში ადამიანი თავისუფლების პრინციპზე დაყრდნობით არსებობს და მის გარეშე პიროვნება კვდება. თავისუფლება ჩემთვის იმის გარანტია, რომ განვვითარდე მუდმივ რეჟიმში შეუზღუდავად, ყოველგვარი ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გარეშე. ეს თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ, პირველ რიგში, სახელმწიფო არ მზღუდავდეს, ვაკეთო ჩემი პიროვნებისთვის მისაღები რამ. ასევე, იდეა თავისთავად მოიცავს იმასაც, რომ არც სხვა პირის თავისუფლებას შევუქმნა საფრთხე. პიროვნების თავისუფალი განვითარებიდან ბევრი დაქვემდებარებული უფლება გამომდინარეობს, როგორიცაა სიტყვის თავისუფლება, სიცოცხლის უფლება, ღირსების უფლება და სხვა. თავისუფლება ადამიანის თვითმიზანია, მის გარეშე კი ყველაფერს აზრი ეკარგება.