SOPO SISAURI

SOPO SISAURI

Attended:
Cambridge International Model Of United Nations 2017
Oxford International Model Of United Nations 2017
European Students For Liberty London Regional Conference 2017
European Students For Liberty Tbilisi Regional Conference 2017

Location: Cambridge, Oxford, London, United Kingdom.
Tbilisi, Georgia.

School: Tbilisi State Medical University

მას შემდეგ რაც ქ.ახმეტის I საჯარო სკოლა დავამთავრე ჩემთვის პირველ დიდ მიღწევასთან საკუთარი პროფესიის პოვნა ასოცირდება. დროულად აღმოაჩინო საქმიანობა, რომელსაც შეგიძლია თავი მიუძღვნა – ადამიანის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს წარმატებად მიმაჩნია – ასე ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე. თუმცა, ყოველთვის მქონდა სურვილი, ჩემი თავი სხვა კუთხითაც აღმომეჩინა.

ვთვლი, რომ ყველა ადამიანში არის ლიდერის ხასიათი და უნარ-ჩვევები. განსხვავება მხოლოდ იმაშია, ვინ რამდენს იმუშავებს ამ თვისების წარმოჩენაზე.

ორგანიზაცია “Leaders Of Tomorrow” სწორედ ამის საშუალებას აძლევს სტუდენტებს – განვითარდნენ და გახდნენ ლიდერები. ამ ორგანიზაციის მეშვეობით მივიღე მონაწილეობა “გაეროს მოდელირებაზე” ბრიტანეთში, ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებში. ასავე დავესწარი ლონდონში გამართულ რეგიონალურ კონფერენციას.

ამ 1 თვიანმა ტურმა მომცა საშუალება გავცნობოდი საერთაშორისო პრობლემურ საკითხებს და მიმეღო მონაწილეობა მის განხილვასა და გაანალიზებაში, რამაც უფრო გამიღრმავა ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება და გამიუმჯობესა მოლაპარაკებისა და დეკლამაციის უნარი. როგორც მომავალი ექიმი, ვფიქრობ, რომ ამ თვისებების ჩამოყალიბება ჩემი მომავალი პროფესიისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია. რომ აღარაფერი ვთქვათ მეგობრებზე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შევიძინე.

ამ გამოცდილებამ კიდევ უფრო დამარწმუნა, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი თავის გაცნობა და იმის გააზრება რა არის მოცემულ მომენტში შენთვის პრიორიტეტული.

გინდა გახდე ლიდერი არჩეულ გზაზე? მაშინ ეს შენი ცხოვრების მიზნად უნდა დაისახო, გაითავისო და იბრძოლო შენი ოცნებებისა და მიზნებისთვის.